აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის სიკვდილზე ვლადიმირ პუტინი იყოს პასუხისმგებელი.
Fox News-თან ინტერვიუში, როდესაც ტრამპს ჰკითხეს, იყო თუ არა პასუხისმგებელი პუტინი ნავალნის სიკვდილზე, მან უპასუხა: „არ ვიცი, მაგრამ შეიძლება... ვგულისხმობ, შეიძლება... ალბათ, არ ვიცი.
ის ახალგაზრდა იყო, ასე რომ, სტატისტიკურად ის დიდხანს იცოცხლებდა... ასე რომ, რაღაც უჩვეულო მოხდა“, - თქვა ტრამპმა.