შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე იზრდება ზეწოლა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Reuters იუწყება.
რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილი და თეთრი სახლის მრჩეველი დაჟინებით მოითხოვენ მოსკოვზე ზეწოლის დაუყოვნებლივ გაძლიერებას უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების გამო.
ტრამპი ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს, რადგან მიიჩნევს, რომ მას აქვს შანსი, ვლადიმირ პუტინთან საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწიოს.
მან ასევე არაერთხელ განაცხადა, რომ სანქციები "ხშირად არაეფექტურია" და მხოლოდ ზრდის დაძაბულობას.
ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, პუტინის ქმედებების გამო, პრეზიდენტის იმედგაცრუება იზრდება.
"ის ყოველთვის ეძებს სხვადასხვა გზებს, რომ ზეწოლა მოახდინოს. ეს გამონაკლისი არ არის. ის ყოველთვის აწონ-დაწონის თავის ვარიანტებს", - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.