მორიგი საპრეზიდენტო ვადაზე ინაუგურაციის შემდეგ, ვლადიმირ პუტინის პირველი უცხოური ვიზიტი ჩინეთში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.
წყაროების ცნობით, პუტინის ვიზიტი ჩინეთში მაისის მეორე ნახევარში, სი ძინპინის ევროპული ტურნეს დაწყებამდე გაიმართება, ხოლო ინაუგურაციის ცერემონია 7 მაისს უნდა შედგეს.
ჩინეთი ერთ-ერთია იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ოფიციალურად მიულოცეს.