გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივანმა კერსტინ გამელინმა განაცხადა, რომ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს არჩევნებში „გამარჯვებას“ არ მიულოცავს.

„დღეს მე ვფიქრობ რუსეთში ადამიანებზე, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და ცხოვრობენ პუტინის რეჟიმის მუდმივ საფრთხეში. ჩვენ არ დავივიწყებთ ამ მამაც ადამიანებს“, - წერს შტაინმაიერი სოციალურ ქსელ X-ში.

ამასთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აღარავის უკვირს.