ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება.

„არმენპრესის“ ცნობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ შემდეგი საარჩევნო უბნების შედეგები 7 ივნისის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების მოთხოვნით და მათივე ინიციატივით გადაითვლება.

საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 7 ივნისს ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, პარლამენტში სამი პოლიტიკური ძალა შევიდა: ნიკოლ პაშინიანის „სამოქალაქო შეთანხმება“ (727 827 ხმა, ანუ 49.825%), სამველ კარაპეტიანის ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ (340,088 ხმა, ანუ 23.281%) და რობერტ კოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ (145,113 ხმა, ანუ 9.934%). წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში შესასვლელად საჭირო 4%-იანი ბარიერის გადალახვასთან ძალიან ახლოსაა გაგიკ წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელმაც ხმების 3.996 პროცენტი აქვს.

თუ წარუკიანის პარტია პარლამენტის გარეთ დარჩება, ოპოზიციური ძალების ორი სხვა ფრთა - სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთის პარტია“ და რობერტ კოჩარიანის „სომხეთის ბლოკი“ - ჯამში 41 ადგილს მიიღებს, მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ კი 64 ადგილს.

თუ „აყვავებული სომხეთი“ პარლამენტში შესვლას შეძლებს, მმართველი პარტიის წარმომადგენლობა 61 ადგილამდე, ხოლო „სამთავიანი ომის პარტია“ (გაერთიანებული ოპოზიცია) 44 ადგილს მიიღებს. ძალაუფლების ასეთი გადანაწილებითაც კი, პაშინიანის პარტია შეინარჩუნებს უმრავლესობას და დამოუკიდებლად შეძლებს მთავრობის ფორმირებას და კანონრების მიღებას, მაგრამ აღარ შეეძლება კონსტიტუციური კანონების დამოუკიდებლად მიღება.

სანამ წარუკიანი ადგილებისთვის ბრძოლისთვის ემზადება, მთავრობის წარმომადგენლები ნათლად აცხადებენ, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა.

„სამთავიან მონსტრს ერთი თავი მოკვეთეს, დანარჩენი ორის მხოლოდ დროის საკითხია“, - განაცხადა ეროვნული კრების სპიკერმა ალენ სიმონიანმა ფეისბუქზე ვიდეომიმართვაში.

მიუხედავად იმისა, რომ „სამოქალაქო შეთანხმებამ“პარტიამ ხუთი წლის წინანდელ არჩევნებთან შედარებით 39 000-ით მეტი ხმა მიიღო, მაღალი აქტივობის გათვალისწინებით, აღმოჩნდა, რომ მმართველი პარტიის მიმართ ნდობის დონე პროცენტულად შემცირდა. 2021 წელს პარტიამ ხმების დაახლოებით 54% მიიღო, ახლა კი დაახლოებით 50%. ამასობაში, რობერტ კოჩარიანის „სომხეთის“ მიმართ ნდობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მკვეთრად დაეცა: 2021 წელს მეორე პრეზიდენტს ამომრჩეველთა 21%-მა დაუჭირა მხარი, ამჯერად კოჩარიანის შედეგი მხოლოდ 10%-ს უახლოვდება.

ვინაიდან პაშინიანის პარტიამ კონსტიტუციური უმრავლესობა დაკარგა, მას არ შეეძლება ახალი კონსტიტუციის პროექტის დამოუკიდებლად რეფერენდუმზე წარდგენა - ამისთვის დეპუტატების ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო., „სამოქალაქო შეთანხმებას “ კი 64 მანდატი აქვს ანუ 6-ით ნაკლები.

აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, რომ ეს გარემოება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს პარაფირებული სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის განუსაზღვრელი ვადით გადადების რისკს ქმნის. ბაქოს მთავარი პირობა შეთანხმების დადებისას სომხეთის კონსტიტუციის პრეამბულიდან დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითებების ამოღებაა, რომელიც აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს შეიცავს.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დამოუკიდებლობის ამჟამინდელი დეკლარაცია მეზობელ ქვეყნებთან კონფლიქტების გაღვივების ინსტრუმენტს წარმოადგენს. მისი გუნდი ამ პრობლემის გადაწყვეტას ახალი კონსტიტუციის მიღებაში ხედავს. ადრე პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ პროექტზე მუშაობა დასრულდა და დეკლარაციაზე მითითებები აღარ იყო შეტანილი. მთავრობა დოკუმენტის გამოქვეყნებას 7 ივნისის არჩევნებისთანავე გეგმავდა. თუმცა, ახლა როგორც ჩანს, პაშინიანის პარტიას უბრალოდ არ აქვს საკმარისი მანდატები რეფერენდუმის ინიციირებისთვის. ამ ვითარებაში, პაშინიანის პარტიას მოუწევს რამდენიმე ოპოზიციური დეპუტატის თავის რიგებში გადაბირება.

სომხური მედია აღნიშნავს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხს: ოპოზიცია ამჟამად განიხილავს მანდატებზე უარის თქმას. წყარომ „ძლიერი სომხეთიდან“ „ნიუს არმენიას“ განუცხადა, რომ არის ასეთი გადაწყვეტილების მიღების შანსი.