ჩინურმა საპორტო კომპანიამ Shandong Port Group-მა აშშ-ის მიერ სანქცირებული ტანკერების მიღება აკრძალა, – იუწყება Reuters.
როგორც გამოცემა იტყობინება, Shandong Port Group აკონტროლებს ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებულ მთავარ პორტებს, მათ შორის ცინდაოს, რიჩჟაოსა და იანტაის, რომლებიც სანქცირებული ნავთობის იმპორტის ძირითადი ტერმინალებია.
კომპანიის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ ტანკერებს პორტებში გაჩერება, ტვირთის დაცლა და სხვა მომსახურებების მიღება ეკრძალებათ.
2024 წელს ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებულ მთავარ პორტებში ირანიდან, რუსეთიდან და ვენესუელიდან დაახლოებით, 1,74 მილიონი ბარელი ნავთობი შევიდა, რაც ჩინეთის იმპორტის დაახლოებით, 17%-ს შეადგენს.
"მოვაჭრეების თქმით, აკრძალვამ შეიძლება, შეანელოს იმპორტი ჩინეთში, მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდ იმპორტიორ ქვეყანაში. Shandong Port-მა განაცხადა, რომ ის მოელის, რომ გადაზიდვის აკრძალვა შეზღუდული გავლენა ექნება დამოუკიდებელ გადასამუშავებელ ქარხნებზე, რადგან სანქცირებული ნავთობის უმეტესი ნაწილი იგზავნება არასანქცირებული ტანკერებით", – იუწყება Reuters.