უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი "რამშტაინის" ფორმატში მორიგ შეხვედრას დღეს გამართავს და მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდაცვის მინისტრები გერმანიაში, "რამშტაინის" საჰაერო ბაზაზე 25-ე შეხვედრას გამართავენ.

"ჩვენ ჯგუფის მუშაობის შეწყვეტას არ ვაპირებთ. მომავალი ადმინისტრაცია სრულიად მიესალმება აიღოს პასუხისმგებლობა და განაგრძოს 50 ქვეყნისგან შემდგარი ძლიერი ჯგუფის გაძღოლა“, - განაცხადა Reuters-თან საუბარში აშშ-ის თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით.