გორში, რკინიგზის სადგურის შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, ოთახში, სადაც დარაჯი იმყოფებოდა, ხანძარი დენის გამათბობელმა გამოიწვია.მამაკაცი თავისივე ოთახში გადაცვლილი იპოვეს.

ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.