დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი არ ჩავარდნილა.
როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ტენდერი ოთხ ლოტად იყო გამოცხადებული, ორ მათგანზე გამარჯვებული კომპანიები უკვე არის, ორზეც უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
„არაფერი ჩაშლილა. ტენდერი არ ჩავარდნილა. რამდენიმე ლოტზე იყო გამოცხადებული ტენდერი. იცით, რომ საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა საუბარი. შესაბამისად, ოთხ ლოტად გვქონდა გამოცხადებული. აქედან ორ მათგანზე უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, ორზე კი გარკვეული შეუსაბამობები იყო. ამის გამო კომპანიებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა. თუმცა, ხელახლა ჩატარდება და გამარჯვებული კომპანიებიც გვეყოლება და მალევე საუშაოებსაც დავიწყებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.