2004 წლიდან დღემდე ევროპარლამენტარის, მონიკა ბენოვას მიერ ფეისბუქით გავრცელებული ასეთი განცხადების შესახებ მკითხველს სლოვაკური გამოცემა ereport-ი მოუთხრობს.
ევროპარლამენტის ფრაქციების ლიდერებს აქამდე ცენზურა არ უშლიდა ხელს. ისინი ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ყოველთვის „სიტყვის თავისუფლებას“ ემხრობოდნენ, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ მათი რჩეული იმ მედიის უფლებების დაცვისთვის იღვწოდნენ, რომელიც სიძულვილით და ჭუჭყის სავსე ვედროებს ასხამდა თავზე მათ პოლიტიკურ ოპონენტებს ან მათ პირადი მოსაზრებების მოწინააღმდეგეებს. მათ არასოდეს აწუხებდათ, რომ გამოცემლობები მილიონერებს ან მილიარდერებს ეკუთვნოდათ. უმთავრესად იმიტომ, რომ ისინი „მათიანები“, იყვნენ, - წერს ევროპარლამენტარი.
მონიკა ბენოვა თავის პოსტში ევროპარლამენტში ახლახან დასრულებულ ფრაქციების ხელმძღვანელების კონფერენციაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროსაც კი არ იგრძნობოდა ისეთი შიში, როგორიც ამჯერად იყო ზოგიერთი ფრაქციის ხელმძღვანელის გამოსვლაში. ბენოვას თქმით, ზოგიერთი ფრაქცია და ევროპარლამენტარი პანიკაშია იმის გამო, რომ სოციალური ქსელებში აღარ იქნება ცენზურა. მათ, ისევე როგორც ზოგიერთი სლოვაკი ჟურნალისტის და სლოვაკეთის ოპოზიციის წარმომადგენლის, შეძრწუნებას იწვევს ის გარემოება, რომ X-ს და „მეტას“ აღარ სურთ გააგრძელონ სოციალური მედიის „ფაქტების შემმოწმებლების“ დაფინანსება და მხარდაჭერა და ასეთ პირობებში სოციალური მედიის კონტროლის ბერკეტები ეცლებათ ხელიდან. ისინი თავზარდაცემულნი არიან იმ ფაქტით, რომ მასკი ახერხებს გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე ევროპაში, ცდილობენ ეს არ დაუშვან და კომისიას მოქმედების და ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. „მე ჩემ კოლეგებს შევახსენე, რომ რაც დათესეს, იმას იმკიან", - წერს ევროპარლამენტარი.
ახლა, როცა ე. მასკი ზუსტად იმავეს აკეთებს, რასაც ზოგიერთი ჟურნალისტი აკეთებს უკვე დიდი ხანია, ეს არის საფრთხე დემოკრატიისთვის და თავდასხმა დემოკრატ პოლიტიკოსებზე. მას შემდეგ, რაც X -ს და ე.მასკს „მეტა“ და მ.ცუკერბერგი შეუერთდნენ, ისინი მიხვდნენ, რომ რეალობასთან იქნებიან კონფრონტაციაში. ისინი ითხოვენ ჯარიმებს და სოციალურ ქსელების აკრძალვის შესახებაც კი ლაპარაკობენ, - წერს ევროპარლამენტარი. სამყარო იცვლება და ეს ცვლილებები ფუნდამენტური იქნება. ხელოვნური ინტელექტი დიდ როლს ითამაშებს. „სანამ ჩვენ ვატარებთ ცხარე დისკუსიებს ე.მასკის და X-ის აკრძალვის შესახებ, ტექნოლოგიები და განსაკუთრებით, ხელოვნური ინტელექტი, ნახტომებით მიიწევენ წინ, - აღნიშნავს ევროპარლამენტარი..