რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ბელარუსი ამავე ორგანიზაციის წევრი სომხეთის დაუძინებელ მტერს თანამედროვე იარაღს აწვდიდა, - წერს „პოლიტიკო" გაჟონილ საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით.

ათზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი აჩვენებს, რომ ბელორუსი აქტიურად ეხმარებოდა აზერბაიჯანის სამხედროებს 2018-2022 წლებში, როდესაც სომხეთთან დაძაბულობამ პიკს მიაღწია. შეთავაზებული სერვისები მოიცავდა ძველი საარტილერიო აღჭურვილობის მოდერნიზაციას და რადიოელეტრონული ბრძოლის და უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ გამოსაყენებელი თანამედროვე საარტილერიო აღჭურვილობის მიწოდებას.

„პოლიტიკოს"-ს ხელთ არსებულ ერთ-ერთ დიპლომატიურ გზავნილში ნათქვამია, რომ ბელორუსული საწარმოები ასრულებენ აქტიურ როლს „აზერბაიჯანის დეოკუპირებული ტერიტორიების აღდგენაში, ასევე ბელორუსული საქონლისა და მომსახურების ექსპორტში“.

ბელორუსი რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი კრემლის გვერდის ავლით და მისი მხარდაჭერის გარეშე მოქმედებდა, - წერს „პოლიტიკო".

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას" უწოდა „ბუშტების ალიანსი, რომელთა წევრებიც არ ფიქრობდნენ დაეცვათ სახელშეკრულებო ვალდებულებები, მაგრამ აზერბაიჯანის ჩვენ წინააღმდეგ ომს გეგმავდნენ" და თქვა, რომ სომხეთის მთავრობა გადაწყვეტს, როდის დატოვოს ეს ორგანიზაცია.

მოგვიანებით მან განაცხადა, რომ არც ის და არც ერთი სხვა ოფიციალური პირი არ გაემგზავრება ბელარუსში მანამ, სანამ პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იქნება.

ნიკოლ პაშინიანის ამ განცხადების შემდეგ ბელარუსმა სომხეთის ელჩი დაიბარა, მალევე კი მინსკმა სომხეთიდან გაიწვია თავის ელჩი, სომხეთმა კი ბელარუსიდან.