ძლიერი სეტყვა და ქარი იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. 

ამ დროისათვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია, შეფერხებულია ინტერნეტკავშირი.

მიყენებული ზარალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია  ხვალ გახდება ცნობილი.