წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა შიდა საუბნო და სასოფლო გზები, ვენახები, ნათესები, ნარგავები.
ასევე დატბორილია სახლების ეზოები, დაზიანებულია ღობეები, ქალაქში მდებარე ობიექტები, დატბორილია საავტომობილო გზები და ტროტუარები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდით სამუშაოები.
ასევე ძლიერმა წვიმამ იმავე სახის პრობლემები შექმნა მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც.