საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია აცხადებს, რომ  ბევრ საქმეში პასუხისგებაში პოლიციელია  მისაცემი,

"იმ საქმეების შინაარსით, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მოცემული და მარტივად რომ ავუხსნათ თქვენ მაყურებელს, ეს არის ის საქმეები, სადაც ძირითადად დომინანტობს სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, იქნება ეს ძალადობა დაკავების დროს, საპატიმრო ადგილებში, თუ მიტინგის და დემონსტრაციების დროს. ბევრ ამ საქმეში პასუხისგებაში პოლიციელი არის მისაცემი, - ასე უპასუხა "ტვპირველის" ეთერში ზურაბ ადეიშვილის ყოფილმა მოადგილემ, ნონა წოწორიამ ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ ასრულებს სასამართლო ევროსასამართლოს დავალებებს.

მისი თქმით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა საბოლოო ჯამში იწვევს დანაშაულის განმეორებადობას.

ნონა წოწორია ამბობს, რომ პოლიციელებს არავითარი შიში იმისი, რომ უკანონობას ჩაიდენენ და შემდეგ ამაზე პასუხს აგებენ, ნამდვილად არა აქვთ და სწორედ ამ გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა არის ამის შედეგი.