ბელარუსმა და სომხეთმა ერევნიდან და მინსკიდან თავიანთი ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.

დიპლომატების გაწვევის გადაწყვეტილება სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას მოჰყვა. კერძოდ,ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ОДКБ/CSTO) თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას განაცხადა, რომ ის და სხვა ოფიციალური პირები ბელარუსში არ ჩავლენ, სანამ ამ ქვეყანას ლუკაშენკო მართავს.

ფაშინიანის განცხადებით, როდესაც ОДКБ-ს ერთ-ერთი ქვეყნის ხელმძღვანელი ღიად აცხადებდა, რომ ჩართული იყო ომის სამზადისში, ამხნევებდა და წარმატებას უსურვებდა აზერბაიჯანულ მხარეს, მასთან განსახილველი არაფერი აქვს.

"მე ვაცხადებ, რომ ამიერიდან ბელარუსში არ გავემგზავრები, სანამ პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იქნება. ზოგადად, ვაცხადებ, რომ ამიერიდან, სომხეთის არც ერთი ოფიციალური წარმომადგენელი არ წავა ბელარუსში" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული განცხადების გამო ნიკოლ ფაშინიანი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს არის ბელარუსის გარე მტრად წარმოჩენის და ამით შიდა პრობლემებისგან ყურადღების სხვა საკითხზე გადატანის მცდელობა.