ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ განაცხადა.
„რაც შეეხება თამაშს, ძალიან ახლოს ვიყავით მოგებასთან, ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომ არის ის საუკეთესო მეკარე. რაც შეეხება დანარჩენს, ბოლოსაც გამოჩნდა, რომ მოგება შეგვეძლო.
ჩვენ ეს ყველაფერი არა მხოლოდ ამ ევროპის ჩემპიონატზე ვაჩვენეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ყველა გუნდთან თამაში შეგვიძლია. სანამ არის შანსის 1%-იც კი, გუნდს მნიშვნელობა არ აქვს, გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია.
ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ. ვცდილობ გავაკეთო. იმის მიუხედავად, რომ ჩემს პოზიციაზე არ მიწევს თამაში, მაგრამ ბედნიერი ვარ.
კმაყოფილი არასდროს ვარ, უფრო მეტი შემიძლია, მაგრამ რასაც მავალებენ, ვცდილობ, რომ ყველაფერი გავაკეთო...“ - განაცხადა კვარაცხელიამ, რომლის კომენტარს sportall.ge ავრცელებს.
საქართველომ ჩეხეთთან შეხვედრაში ისტორიული პირველი ქულა მოიპოვა
საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა