კამალა ჰარისი, რომელიც აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ ოფიციალურად აირჩია საპრეზიდენტო კანდიდატად, მის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს სამშაბათს, 6 აგვისტოს გამოაცხადებს. ამ ინფორმაციას Politico წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სავარაუდოდ, ამას ის 2020 წლის ბაიდენის კამპანიის მსგავსად გააკეთებს, როდესაც ბაიდენმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჰარისს დაურეკა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.
როგორც Politico-ს თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, შაბათ-კვირას დემოკრატების შტაბმა ჩაატარა ინტერვიუები სავარაუდო კანდიდატებთან, კერძოდ, არიზონას სენატორ მარკ კელისთან, პენსილვანიის გუბერნატორ ჯოშ შაპიროსა და მინესოტას გუბერნატორ ტიმ ვოლცთან.
ჯერ უცნობია ვის აირჩევს ჰარისი. Politico-ს წყაროები ამბობენ, რომ ინფორმაციის გაჟონვამ შესაძლოა შეცვალოს მისი კამპანიის გეგმები ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის შესახებ.
მოსალოდნელია, რომ კამალა ჰარისი თავის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად პირველად სამშაბათს, ფილადელფიაში წინასაარჩევნო შეხვედრაზე გამოჩნდება. კამალა ჰარისი ხუთდღიან ტურს შვიდ მთავარ შტატში იწყებს, რომელიც განსაზღვრავს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს.
ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველში ენთუზიაზმი შემოიტანა, განსაკუთრებით ახალგაზრდა და შავკანიან ამომრჩეველში, ასევე ქალებში.