უახლოესი კვირების განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე ახალი თავდასხმები შეიძლება, განხორციელდეს, - იუწყება გამოცემა Politico ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროების ცნობით, მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სულ უფრო მეტ მტკიცებულებას იღებს 13 ივლისის თავდასხმასთან ირანის კავშირის თაობაზე.
"თეირანი წლებია, მუშაობს ტრამპის მკვლელობის ორგანიზებისთვის. ეს ირანის პასუხად უნდა იქცეს 2020 წელს ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის გენერლის - ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციაზე, რომელიც თავის დროზე ტრამპის მიერ იყო სანქცირებული", - წერს Politico.
მანამდე მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა CNN-მაც, რომლის მონაცემებით, დაზვერვის ინფორმაციის გამო ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპის დაცვა საგრძნობლადაა გაძლიერებული.