ევროპელთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ქვეყანაში კორუფციაა გავრცელებული, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico „ევრობარომეტრის“ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის თანახმად, ევროპელთა 68 პროცენტმა განაცხადა, რომ კორუფცია არის გავრცელებული, ყველაზე მაღალი პროცენტი კი გამოიკვეთა საბერძნეთის (98 პროცენტი), პორტუგალიის (96 პროცენტი), მალტის (95 პროცენტი) და სლოვენიის (95 პროცენტი) მცხოვრებლებში.
ყველაზე დაბალი პროცენტი დაუწერეს გამოკითხულებმა ფინეთში (18 პროცენტი), დანიასა (26 პროცენტი) და ლუქსემბურგში (43 პროცენტი).
ევროპელების დაახლოებით მეოთხედმა (27 პროცენტი) განაცხადა, რომ მათ პირადად გამოცადეს კორუფცია ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო 75 პროცენტმა თქვა, რომ ბიზნესი და პოლიტიკა ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული, რაც ქმნის პირობებს კორუფციის აყვავებისთვის.