ევროპარლამენტის 63 წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ქმედებების გამო, ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართავს და უნგრეთისთვის ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას ითხოვს. ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
ევროპარლამენტარებმა წერილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლას გაუგზავნეს.
ევროდეპუტატები წერილში აღნიშნავენ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკვე მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი საბჭოს თავმჯდომარეობის როლს და მას ბოროტად იყენებს. კერძოდ, „მიზანმიმართულად არასწორად წარმოაჩინა თავისი უფლებამოსილებები“ რუსეთსა და ჩინეთში ვიზიტების დროს.
„ეს მოითხოვს რეალურ მოქმედებას, როგორიცაა უნგრეთის საბჭოში ხმის მიცემის უფლების შეჩერება, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ სიტუაციის მხოლოდ სიტყვიერი დაგმობას არანაირ ეფექტს არ მოაქვს“, - აღნიშნეს ევროპარლამენტარებმა.