აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში დემოკრატ გუბერნატორებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელევიზიო დებატებში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. ამის შესახებ Politico წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
წყაროების თქმით, ბაიდენმა განაცხადა, რომ გასულ კვირას გაიარა სამედიცინო გამოკვლევა და თავს კარგად გრძნობს. წყაროებმა აღნიშნეს, რომ ბაიდენმა, თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვს.
წყარომ აღნიშნა, რომ ბაიდენი, სავარაუდოდ, გულისხმობდა ხანმოკლე სამედიცინო შემოწმებას, რომელიც მან გაიარა გაციების სიმპტომების გამო. მისი თქმით, ამ შემოწმებას სერიოზულ გამოკვლევას არ მოიცავდა.