ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოზიციაზე ახალ ვადით შეთანხმდა. ამის შესახებ Politico ევროკავშირის სამთავრობო სტრუქტურებში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაიკავებს და ჩაანაცვლებს ჯოზეფ ბორელს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოსტა იქნება. ეს თანამდებობა მანამდე შარლ მიშელს ეკავა.
27 ივნისს, ბრიუსელის სამიტზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ყველა მეთაურს წარუდგენენ ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაი კალასისა და ანტონიო კოსტას კანდიდატურებს.