უნგრეთის პრეზიდენტმა ტამაშ შუიოკმა წინააღმდეგობა გაუწია ახალი პრემიერმინისტრის, პეტერ მადიარის მოწოდებებს თანამდებობის დატოვების შესახებ და განაცხადა, რომ მისი გადადგომისთვის საფუძველი არ არსებობს.

"ამჟამად არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი ან კონსტიტუციური დასაბუთება, რომელიც გაამართლებდა ჩემს გადადგომას," - განუცხადა შუიოკმა Index.hu-ს

"მე ერთგული ვრჩები ჩემ მიერ დადებული ფიცისადმი და სანამ ჩემი თანამდებობის შესრულება შეუძლებელი არ გახდება, ვაპირებ შევასრულო ჩემს მიერ აღებული მანდატი," - აღნიშნა მან.

აქამდე, 15 აპრილს, მადიარმა შუიოკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით მის თხოვნას არ გაითვალისწინებს, ახალი მთავრობა მიიღებს ზომებს, რათა ის და "ორბანის სხვა მარიონეტები" თანამდებობიდან გადააყენონ. 

"მე მას ვთხოვე, რომ შეინარჩუნოს ის, რაც უნგრეთში კანონის უზენაესობის პრინციპისგან და დემოკრატიისგან შემორჩა და თავისი ნებით დატოვოს პრეზიდენტის ოფისი მას შემდეგ, რაც მოხდება მთავრობის შეცვლა, პარლამენტი მე პრემიერმინისტრად დამამტკიცებს და Tisza-ს მთავრობა ჩამოყალიბდება." - განაცხადა მადიარმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მადიარის თქმით, მის წინადადებებზე პრეზიდენტმა "ორაზროვანი" პასუხი გასცა და თქვა, რომ გადადგომაზე იფიქრებდა".