აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში ტორნადოს შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ჩვილი, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

20 000-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. განადგურებულია შენობები, მანქანები, ავტობუსები.

ოკლაჰომას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ცნობით, შტატის მასშტაბით საავადმყოფოებმა განაცხადეს დაახლოებით 100 დაშავებულის შესახებ, მათ შორის არიან ნამსხვრევებისგან დაშავებული ადამიანები.