როცა ვამბობთ, რომ აქციები საჯაროდ უნდა იგეგმებოდეს, ამას მათ შორის იმიტომ ვითხოვთ, რომ შეცდომებისგან დავიცვათ თავი.
მაგალითად ავიღოთ გმირთა მოედნის ჩაკეტვა.
თუ ის დღისით ჩაიკეტა, ქალაქი შეიძლება პარალიზებული იყოს. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "გირჩის" წევრი ალექსანდრ რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
" რატომ ვაკეთებთ ამას?
„შეწუხების თეორია“ გულისხმობს, რომ ცოტა ადამიანი გამოდის აქციებზე და ხალხი უნდა შევაწუხოთ, მაგრამ თუ ათობით და ზოგის შეფასებით ასობით ათასი ადამიანი დადის აქციებზე, მეტი რა გინდათ? რა გეგმაა ისეთი, რომელსაც მეტი ადამიანი სჭირდება?
თუკი უბრალოდ ხალხს ვაწუხებთ, სად არის ის მტკიცებულება, რომ შეწუხებული ხალხი პროტესტს მხარს დაუჭერს და არა პირიქით?
ან თუ პარალიზების შედეგად რაიმე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მაგრალითად, სადმე სანაპიროზე გაჭედილ სასწრაფოში ვინმე გარდაიცვალა, ვინ აგებს ამ შედეგზე პასუხს?
მე გმირთა მოედნის ჩაკეტვას და ქალაქის პარალიზებას შეცდომად მივიჩნევ, თუმცა თუ მე ვცდები, ადამიანებმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იცოდნენ, თუ ვინ გეგმავს ასეთ აქციას და ვინ არის ამ მოწოდებებზე პასუხისმგებელი და ის მოიმკის როგორც აქციების კარგ, ასევე ცუდ შედეგებს. ხოლო, „აქციებს ორგანიზატორი არ ჰყავს“ მხოლოდ პასუხისმგებლობისგან გაქცევის გზაა." - წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.