17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დღის 12 საათზე, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბება მრევლი. შეკრებილები მოაწყობენ მსვლელობას, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.
„17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია გამართავს მსვლელობას.
დღის 12 საათზე, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბება მრევლი. შეკრებილები მოაწყობენ მსვლელობას ზუბალაშვილის ქუჩიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის გავლით და ბათუმის განმანთავისუფლებელ მეომართა საფლავთან (იუნკერთა საფლავი) სამღვდელოება გადაიხდის პარაკლისს.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ყველა მართლმორწმუნეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.