საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები განიხილეს. სახალხო დამცველმა პრეზიდენტს საპროტესტო აქციებზე დაკავებულებისა და სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.