ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე ევროპის დღეების ფარგლებში ღონისძიებას შეუერთდნენ და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს.

ღონისძიება გახსნა ხაშურის მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა თამარ გაგლოშვილმა. დარბაზში წარმოდგენილი იყო ევროპის თემაზე მომზადებული გამოფენა. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ევროკავშირის ისტორიისა და ღირებულებების შესახებ, წაიკითხეს მოსწავლეთა ესეების კონკურსის „ევროპა სწორი მიმართულებაა“ გამარჯვებული ნაშრომი. ერასმუს+-ის კონკურსის გამარჯვებულმა ახალგაზრდებმა დამსწრეებს გაუზიარეს ევროპაში სწავლის გამოცდილება. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლები, რომლებმაც წარადგინეს პრეზენტაცია მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ და ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.