17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქალაქ მცხეთაში გაიმართება მსვლელობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„დღის 12:00 საათზე, თეატრონის ტერიტორიაზე მცხეთის მუნიციპალიტეტიდან შეკრებილი მოსახლეობა გამართავს მსვლელობას სვეტიცხოვლის ტაძრისკენ და 13:00 საათზე სამღვდელოება გადაიხდის სავედრებელ პარაკლისს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.