ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გვერდზე წერს.

„ვინმეს თუ ილუზია გქონდათ, რომ გუშინ ღამე მოვიგებდით ომს, ცდებოდით. ეს ხანგრძლივი პროცესია და იგებს ის, ვინც არ ეპუება და არ ტყდება.

ფორმას, ლოკაციას, დროს და სხვა ატრიბუტებს რაც შეეხება: არ მოგწონთ ღამის თევა, დაუძახეთ ხალხს დილით, შუადღეს, 13 საათსა და 27 წუთზე, არ მოგწონთ რუსთაველზე, გააკეთეთ საგარეჯოში, არ მოგწონთ ხმაურიანი, გააკეთეთ მდუმარე, არ გყოფნით ძალები, იპოვეთ მოკავშირეები და დაარწმუნეთ თქვენს სიმართლეში. თუ აქედან ვერცერთს ვერ ახერხებთ, ე.ი. ტ&აკი არ გაქვთ არაფრის და ტვინს ნუ ტ&ნავთ ჭკუის დარიგებებით. არ ჰყავს ამ აქციებს ერთი ორგანიზატორი, ვისაც რა და როგორ წარმოუდგენია, ისე აკეთებს. რუსთაველზე იყო აქცია, ვიღაცამ გმირთა მოედანი გააკეთა და საბოლოო ჯამში, მიუხედავად დაკავებებისა, იქ გამოვიდა აქცია. გმირთა მოედანზე იყო აქცია, ვიღაცებმა გადაწყვიტეს და ორივე სანაპირო დაკეტეს, სულ მცირე, სამჯერ იყო რუსთაველზე აქცია, მაგრამ გირჩი/დროამ პარლამენტის უკან დავუძახეთ ჩვენს მხარდამჭერებს, რადგან ეგრე მიგვაჩნდა სწორად. სულ მცირე ორჯერ (რაც მახსოვს) აქცია პარლამენტის წინ იყო და ევროპულმა საქართველომ თავისი ამბავი მოაწყო. პირველი სკოლის წინ ამ სტატუსს ვწერ და რუსთაველი სავსეა სტუდენტებით. კაცმა არ იცის, რას მოიფიქრებენ და რას გააკეთებენ, დეცენტრალიზებული პროცესია, რაც ცალსახად სწორია ბევრი თვალსაზრისით. თუ ვერსად ვერაფერს ახერხებთ, ტვინს ნუ ტ&ნავთ, პედესტალიდან ჩამოდით და ვინმეს შეუერთდით. ეს ქვეყანა არ გარუსდება. 2030-ში ევროკავშირში“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.