ფოთისა და ხობის ეპარქიის სამდივნო ინფორმაციას ავრცელებს:
,,2024 წლის 17 მაისს, ოჯახის სიწმიდის დღესთან დაკავშირებით, ქ.ფოთში გაიმართება ლოცვითი მსვლელობა.
მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ ფოთისა და ხობის ეპარქიის სამრევლოები და ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ამის სურვილი ექნება.
მსვლელობა დაიწყება 12:00 საათზე წმ. ანდრია პირველწოდებულის ტაძრიდან, გაივლის აღმაშენებლის ქუჩას და დასრულდება ბრწყინვალე აღდგომის საკათედრო ტაძართან, სადაც მოხდება ოჯახების დალოცვა;
საკათედრო ტაძარში სამღვდელოება გადაიხდის პარაკლისს და ლოცვის დასრულებისას მსვლელობის მონაწილეთა მიმართ შესრულდება ზეთისცხება",- წერია ინფორმაციაში.