მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაახლოებით 2.2%-ით გაიზარდა. ბოლო საათებში ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა 1.95%-ით მოიმატა და 108 აშშ დოლარს მიუახლოვდა.
ფასის ზრდა შეინიშნება ამერიკულ ნედლ ნავთობზეც. მისი ღირებულება დღეს 104 აშშ დოლარს შეადგენს და გუშინდელს 2.30%-ით აღემატება.
ცნობისთვის, მსოფლიო ბაზარზე ფასების მატება მას შემდეგ შეინიშნება, რაც ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებები განახლდა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბაზარზე დიზელის საწვავზე ფასის ზრდა არა ირანის, არამედ რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია.












