ერაყის ტერიტორიულ წყლებში მყოფ ტანკერზე, რომელზეც ორი მილიონი ბარელი ნავთობი იყო, დრონით თავდასხმა მოხდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემას ერაყის პორტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ New Andros-ზე თავდასხმა გამთენიისას მოხდა, რის შემდეგაც გემზე ხანძარი გაჩნდა.

მედიის ცნობით, გემზე ეკიპაჟის 22 წევრი იმყოფებოდა, მათი დაზიანების ან დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ერაყის ნავთობის სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ გემს, რომელიც საწვავით შესანახად გამოიყენებოდა და ერაყის ნავთობის ტანკერების კომპანიის მიერ იყო დაქირავებული, უცნობი დრონი შეეჯახა, რამაც მისი კორპუსის მცირე დაზიანება გამოიწვია.