ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გია ანთაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

“ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ ჩემს პატარებს, პირველკლასელებს, ვისთვისაც დღეს იწყება სრულიად ახალი, თავგადასავლებითა და აღმოჩენებით სავსე ეტაპი.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს, რომელთა ყოველდღიური შრომა, თავდადება და ზრუნვა განსაზღვრავს ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის მომავალს. გისურვებთ ყველას წარმატებულ, ნაყოფიერ და სიახლეებით სავსე სასწავლო წელს.” - განაცხადა გია ანთაძემ.