ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულებამ ბარელზე 107 დოლარს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც დღეს, აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის კვლავ გამწვავების ფონზე, ამბოხებულმა ჰუსიტებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი ალ-მოხა დაიკავეს.
აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაციის ახალმა რაუნდს და იემენში ჰუსიტებს და სამთავრობო ჯარებს შორის დაპირისპირებას ნავთობის ფასების ზრდა მოჰყვა და აპრლი-მაისის შემდეგ პირველად, ნავთობის ფასმა 107 დოლარს გადააჭარბა (ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა მაისში მაქსიმუმს ხუთ რიცხვში მიაღწია და ბარელზე 111, 86 დოლარი შეადგინა).
დღეს, თბილისის დროით 20:18 საათზე, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე 107.252 დოლარი იყო ბარელზე.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




