მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ღირებულებამ მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. მიმდინარე თვეში, ივლისის შემდეგ პირველად, ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 100-დოლარიანი ნიშნული გადალახა.

საბაზრო მონაცემების მიხედვით, ფასების მკვეთრი მატება განპირობებულია გლობალური ენერგომატარებლების ბაზარზე შექმნილი რისკებით, მიწოდების ჯაჭვებში არსებული შეფერხებებითა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ახალი ტალღით. ექსპერტების შეფასებით, ბარელზე 100-დოლარიანი ზღვრის გადალახვა დამატებით წნეხს შექმნის გლობალურ ეკონომიკაზე და შესაძლოა, ინფლაციური პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

ტრეიდერები და ენერგეტიკული ბაზრის ანალიტიკოსები ვითარების შემდგომ განვითარებასა და წამყვანი მომპოვებელი ქვეყნების შესაძლო რეაგირებას ყურადღებით აკვირდებიან.