საგარეო დახმარების ეს ახალი ეპოქა აღმოფხვრის ექსტრემალურ იდეოლოგიურ პროექტებს, რომელთა დაფინანსებაც ამერიკელ ხალხს წინა ადმინისტრაციებმა აიძულეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო წერს და სახელმწიფო დეპარტამენტის პოსტს აზიარებს, სადაც საუბარია, რომ ერთი წლის წინ პანიკაში მყოფი ადამიანები ამბობდნენ, თითქოს „იუესეიდის“ დახურვა დამანგრეველი შედეგის მომტანი იქნებოდა.

მარკო რუბიოს განცხადებით, საგარეო დახმარების ახალი ეპოქა აღმოფხვრის არაეფექტური არასამთავრობო ორგანიზაციების ინდუსტრიულ კომპლექსს.

„საგარეო დახმარების ეს ახალი ეპოქა აღმოფხვრის ექსტრემალურ იდეოლოგიურ პროექტებს, რომელთა დაფინანსებაც ამერიკელ ხალხის წინა ადმინისტრაციებმა აიძულეს. ეს აღმოფხვრის არაეფექტური არასამთავრობო ორგანიზაციების ინდუსტრიულ კომპლექსს და ამერიკელ ხალხს პირველ ადგილზე დააყენებს“, – წერს მარკო რუბიო და სახელმწიფო დეპარტამენტის პოსტს აზიარებს, სადაც საუბარია, რომ ერთი წლის წინ პანიკაში მყოფი ადამიანები ამბობდნენ, რომ „იუესეიდის“ დახურვა დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნებოდა.