აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, 29 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. შეხვედრების მიზეზი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომი ნაბიჯების განხილვაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის მიერ ომის დასრულების გეგმის ფარგლებში, რამდენიმე ძირითად საკითხზე, მათ შორის „ჰამასის“ განიარაღების, ომის შემდგომი ღაზის მართვისა და ანკლავში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების შემადგენლობასთან დაკავშირებით უთანხმოება არსებობს, რომლებიც ჯერ კიდევ განსახილველია.
ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში ოქტომბერში შევიდა, თუმცა ორივე მხარემ ერთმანეთი ზავის დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულა.
თარგმანი: პირველი არხი








