აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ევროკომისიის მიერ სოციალურ ქსელ X-ის დაჯარიმებას ამერიკელ ხალხზე თავდასხმას უწოდებს.

„ევროკომისიის 140 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა არ არის მხოლოდ X-ზე თავდასხმა, ეს არის უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ ყველა ამერიკულ ტექნოლოგიურ პლატფორმასა და ამერიკელ ხალხზე თავდასხმა. ამერიკელების ონლაინ ცენზურის დღეები დასრულდა“, – აღნიშნულია მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა.