"ჩვენი ურთიერთობა გაუმჯობესდა. ძალიან მიხარია, რომ ეს მოხდა. ქართველები ძალიან კარგად გვექცევიან", — ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოში ბელორუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ნიკოლაი როგაშჩუკთან მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ის მომხრეა, რომ "ოსებმა და აფხაზებმა მშვიდობიანად იცხოვრონ ქართველებთან ერთად".
"ჩვენი ურთიერთობა გაუმჯობესდა. ძალიან მიხარია, რომ ეს მოხდა. ქართველები ძალიან კარგად გვექცევიან. ისინი ძალიან აფასებენ ჩვენს ხალხს. ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ დამოკიდებულება კი მეტ-ნაკლებად ნორმალურია. დიახ, მათ ტვინი გამოურეცხეს და იფიქრეს, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეები, მეტოქეები და თითქმის მტრები ვიყავით. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ქართველი ხალხის მტრები. ჩვენ მომხრე ვართ, რომ როგორც ოსები, ასევე აფხაზები მშვიდობიანად იცხოვრონ ქართველებთან ერთად. როგორ გადაწყვეტენ იქ, მათი გადასაწყვეტია. ჩვენ იქ არ ვერევით, არ ვერევით. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საუკეთესოა ხალხისთვის. "ეს არის ჩვენი პოზიცია", - აღნიშნა ლუკაშენკომ.