ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აუცილებელია "ბელარუსი-რუსეთის ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს".

"ჩვენი ისტორიული მისიაა ბელარუსი-რუსეთის ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გავხადოთ. ჩვენ ღირსეულად გავივლით ამ გზას," - განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსისა და რუსეთის გაერთიანება „უახლოეს მომავალში“ არ მოხდება.

"როდის შეუერთდება რუსეთს ბელარუსი, ან პირიქით, გახდება თუ არა ბელარუსი რუსეთის ნაწილი? ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ახლო მომავალში მოხდეს. და თუ ამ მხრივ ღია კარის მტვრევას დავიწყებთ, ყველაფერს გავაფუჭებთ, რაც გავაკეთეთ. მშვიდად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ", - განაცხადა მან.