ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
"ყველაზე კარგი აღლუმი იყო, რაც რუსეთის ფედერაციას ჩაუტარებია. საბჭოთა აღლუმებში მონაწილეობა არ მიმიღია, ახალგაზრდა ვიყავი. ყველა რუსული აღლუმი ნანახი მაქვს. და შემიძლია ვთქვა ეს იყო ყველაზე ძლიერი აღლუმი.
ვიღაცებმა იწუწუნეს, ტექნიკა არ იყო საკმარისიო, განსაკუთრებით საჰაერო ეშელონი. ხომ ხვდებით, საომარი დროა. არ არის იმის დრო, რომ ფრონტიდან ტექნიკა აიღო და აქ საჩვენებლად ჩამოიტანო", - განაცხადა ლუკაშენკომ.