ამის შესახებ სომხეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.

11 ივნისს, საღამოს 7:26 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ე სასწრაფო დახმარების ცენტრმა მიიღო ზარი, რომ ჩარენცავანთან ახლოს, ერევანი-სევანის გზატკეცილზე ხიდი დაცემის შედეგად ჩაინგრა. 

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ადგილზე სამაშველო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, სამი მანქანა დაზიანდა. ადგილზე მაშველები და პოლიცია მუშაობენ. სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოძრაობა ერთ ზოლშია შესაძლებელია. 

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.