დონალდ ტრამპს შეუძლია, რომ დილით ერთი განცხადება გააკეთოს, საღამოთი კი – მეორე, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"უბრალოდ გირჩევთ, რომ დონალდის ხრიკებზე არ წამოეგოთ, რადგან ამ მხრივ ის თქვენი ადამიანია, მედიის პიროვნებაა, მას შეუძლია, დილით ერთი განცხადება გააკეთოს, საღამოთი კი მეორე და მარტივია, რომ ჩვენ, თქვენ შეცდომაში შეგვიყვანოს. ამიტომ, ჩემი რჩევა თქვენთვის იქნება - მხოლოდ ფაქტები, მხოლოდ ფაქტები", - განაცხადა ლუკაშენკომ.