ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოში ბელარუსის ახალ ელჩად ნიკოლაი როგაშუკი დანიშნა. 

ლუკაშენკოს თქმით, საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვალა და ახალ ეტაპზე საჭიროა "ახალი, ძალიან აქტიური ადამიანი". 

"ჩვენი ურთიერთობები უკეთესი მიმართულებისკენ გადაიხარა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს მოხდა. ქართველები ჩვენდამი ძალიან კარგად არიან განწყობილები. ძალიან აფასებენ ჩვენს ერს. ქვეყნის ხელისუფლებასთანაც მეტ-ნაკლებად ნორმალური ურთიერთობები გვაქვს. ცხადია, ოდესღაც ელჩების ცვლის დრო დგება. მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ამ ახალ ეტაპზე საჭიროა ახალი, ძალიან აქტიური ადამიანი. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში თქვენი ელჩად განწესების შესახებ". - თქვა ლუკაშენკომ.