ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სასაზღვრო ქალაქ გროდნოს ეწვია, სადაც განაცხადა, რომ ბელარუსი კვლავ ომისთვის ემზადება, თუმცა ბრძოლა არ სურს.
"არავის დაუჯეროთ, რომ ომი გვინდა. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამას გულახდილად ვამბობ. "გინდა მშვიდობა – მოემზადე ომისთვის" – ეს მე არ მომიგონია. ძალიან სწორი ნათქვამია", - ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსი გადის აუცილებელ მომზადებას შესაძლო კონფლიქტისთვის. ამზადებს შესაბამის ქვედანაყოფებს, ამარაგებს ჯარებს სხვადასხვა ტიპის იარაღითა და აღჭურვილობით.