ცეცხლი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები ბიზნესმენის, ლევან ტუხაშვილის სასაწყობე მეურნეობაში გაჩნდა.
ობიექტის მფლობელის თქმით, დამწვარია დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ქონება, მათ შორის ბიზნესმენის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი. დაზიანებები აქვს მიღებული ქონების მესაკუთრეს და მის შვილს.
ლევან ტუხაშვილის განმარტებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ცნობისათვის, ლევან ტუხაშვილი წლებია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების იარაღებს, ტექნიკასა და მინერალურ სასუქებს ყიდის.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.