უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა განკარგულება, რომ რაც შეიძლება მალე სცადონ რუსეთთან ომის დასრულება.

"ეს პრეზიდენტის დავალებაა - რაც შეიძლება სწრაფად ვეცადოთ ამ ომის დასრულებას. სასურველია, ეს ზამთრამდე მოხდეს. მე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ყველაფერს გავაკეთებ იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა დასახა. ეს მიზანი სრულიად სწორი, დროული და გააზრებულია." - თქვა ბუდანოვმა.

ბუდანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ამ მიზნის მისაღწევად საკმარისი შესაძლებლობები აქვს, თუმცა არ გამორიცხა, რომ რუსეთმა შეთანხმებების შესრულებაზე უარი თქვას.

ამასთან, მან დაამატა, რომ უკვე არსებობს "საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის რეალური ნიშნები".