ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინამ არ უნდა დათმოს თავისი ტერიტორიები რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში. ამის შესახებ Politico იუწყება.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ლუქსემბურგში ჟურნალისტებთან საუბრისას კალასმა ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია უკრაინის ტერიტორიებით ვაჭრობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით.
"თუ ჩვენ უბრალოდ ტერიტორიას დავთმობთ, ეს ყველასთვის სიგნალი იქნება, რომ შეიძლება ძალა გამოიყენოს მეზობლების წინააღმდეგ და მიიღონ ის, რაც სურთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საშიშია. სწორედ ამიტომ გვაქვს საერთაშორისო სამართალი, რომელიც ამას ხელს შეუშლის", - განაცხადა კალასმა.








