საქართველოს საპატრიარქოს ეზოში ავტომანქანა შევარდა.

შემთხვევის შედეგად, მოგლეჯილია საპატრიარქოს ჭიშკარი და შლაგბაუმი.

ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მომხდარის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.